AYV-iEARN ონლაინ-კურსი საქართველო, განაცხადის ფორმა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ EMT-ის მეშვეობით iEARN და Adobe გთავაზობთ უნიკალურ კურსს.

AYV (Adobe Youth Voices - ადოუბ ახალგაზრდული ხმები)
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ლიდერებისა და პედაგოგებისთვის.

თქვენ გაქვთ შანსი გაიაროთ 8-კვირიანი საერთაშორისო სასწავლო სერტიფიცირებული კურსი ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად. დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ მუშაობთ სკოლაში, ან არაფორმალური განათლების დაწესებულებაში. შეგიძლიათ პროგრამაში მონაწილეობა. სწავლის ხარჯებს თქვენ არ გაიღებთ, ამაზე EMT-ის ადმინისტრაციამ იზრუნა. პროგრამას აფინანსებს Adobe.

თქვენ უნდა გქონდეთ:
• კომპიუტერი (საკუთარი, ან სამსახურის), რომელზეც შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება (ლიცენზირებულ ვერსიებს უფასოდ მოგაწვდით);
• ინტერნეტი (უწყვეტად) - USB მოდემები არ არის საკმარისი;
• თავისუფალი დრო (კვირაში 8-10 საათი, ეს დღეში დაახლოებით 1,5 საათია)
• საშუალება იმუშაოთ დავალებების შესასრულებლად კონკრეტულ კლასთან ან მოსწავლეთა ჯგუფთან
• სურვილი და შესაძლებლობა იკონტაქტოთ კურსში ჩართულ უცხოელ პედაგოგებთან ინტერნეტის მეშვეობით
• სურვილი, მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში და მიიღოთ დახმარება კურსის მენტორებისგან
თქვენ უნდა იცოდეთ:
• ინგლისური (გამართულად წერილობით)
• ან რუსული (გამართულად წერილობით)
• არ უნდა გიჭირდეთ კომპიუტერზე ოპერაციების შესრულება (ტექსტებზე მუშაობა, ფოტოების მარტივი დამუშავება, ინტერნეტში შესვლა, დოკუმენტების გადმოწერა, ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა)

ყოველ კვირას თქვენს ნამუშევრებს შეაფასებენ; შესაბამისად გექნებათ ყოველდღიური დავალებები,

წარმატებით კურსდამთავრებულს გადაეცემა საერთაშორისო პედაგოგ-ოსტატის სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე www.ltdemt.blogspot.com

გთხოვთ, შეავსოთ კონკურსში მონაწილეობის განაცხადის ფორმა 4 სექტემბრის 17:00 სთ-მდე.
შერჩეულ კანდიდატებს დამატებით შეგეხმიანებით!

წარმატებას გისურვებთ.

EMT-ის ადმინისტრაცია.
AYV-GEORGIA
iEARN-GEORGIA

www.ltdemt.blogspot.com

http://webanketa.com/forms/70t3jc9m5xjk8shm71jkjc8/

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი, გვარი *

ქართულად

ჩემთვის ცნობილია *

კურსი ინტენსიურია და მოითხოვს 8 კვირის მანძილზე კვირაში 8-10 საათს ინტენსიურ მუშაობას.

ვადასტურებ, რომ მაქვს შესაბამისი დრო. დღეში 1,5-2 (ხან მეტი) საათი ხელმისაწვდომია ჩემთვის და ამ დროს მანძილზე (სამსახურის, ოჯახის, ნათესავების, აკადემიური ან არააკადემიური და სხვა სახის მიზეზები) ხელს ვერ შემიშლის.

ტექნიკური მხარდაჭერა *

ვადასტურებ, რომ მაქვს კომპიუტერი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი (მოდემის არა). ინტერნეტის არქონის შემთხვევაში საშუალება მაქვს ვისარგებლო ალტერნატიული წყაროთი (მეზობელთან, სკოლაში, ბიბლიოთეკაში, ინტერნეტ-კაფეში...). ინტერნეტის არქონა არ გახდება მიზეზი დავალებების შეუსრულებლობის.

სასწავლებელი, ორგანიზაცია *

სად მუშაობთ და რას ასწავლით

რომელ ენაზე გსურთ კურსის გავლა *

გვარი *

კურსის სამუშაო ენაზე (ინგლისურად ან რუსულად)

სახელი *

კურსის სამუშაო ენაზე (ინგლისურად ან რუსულად)

აღწერეთ თქვენი კლასი  *

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მუშაობდეთ 12-18 წლის მოსწავლეებთან.

ვინ არიან ის ბავშვები, ვისთანაც ჩაატარებთ კურსით გათვლილ აქტივობებს (სამუშაო ჯგუფი).
ასაკი, კლასი, რაოდენობა. რა გაგიკეთებიათ მათთან ერთად?

მოგვწერეთ თქვენი 2-3 მოსწავლის სახელი და გვარი, მათი, რომლების ჩაერთვებიან მედია პროექტებში და თქვენთან ერთად შეასრულებენ დავალებებს.

მათ უნდა დაგიდასტურონ სურვილი და საშუალება, დამატებითი საათები დაუთმონ იმ დავალებების შესრულებას, რაც 8 კვირის განმავლობაში კურსის ფარგლებში მოგეთხოვებათ.

აღწერა გაკეთეთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული, ინგლისური)

phone *

Facebook *

მიუთითეთ თქვენი Facebook პროფილის მისამართი სრულად.
ნიმუში www.facebook.com/bichiko.kacia8

iEARN წევრობა *

რომელი წლიდან ხართ iEARN-ის წევრი?
თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირდით http://collaborate.iearn.org/connect გვერდიდან და რამდენიმე დღეში გადაამოწმეთ თქვენი ელ.ფოსტა.

თქვენი გამოცდილება *

მოკლედ აღწერეთ თქვენი გამოცდილება პროექტების (სასწავლო და საგრანტო) სფეროში.
რა გამოცდილება გაქვთ iEARN ქართულ და საერთაშორისო პროექტებში. მოიყვანეთ ბოლო 3 წლის ძირითადი მონაცემები. გაგვიზიარეთ ბმულები.

აღწერა გაკეთეთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული, ინგლისური)

პორტფოლიო *

მიუთითეთ თქვენი, როგორც განმანათლებლის, პირადი ბლოგი/პორტფოლიო.

SKYPE *

კანდიდატებთან შესაძლოა საჭირო გახდეს skype ინტერვიუ. ამიტომ მიუთითეთ თქვეი SKYPE ID.

მოტივაცია 1 *

რა მიზანს ისახავს თქვენი გუნდის (თქვენი და მოსწავლეების) მონაწილეობა, რას გინდათ მიაღწიოთ მათთან?
აღწერა გაკეთეთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული, ინგლისური)

მოტივაცია 2 *

რატომ გინდათ პირადად თქვენ მონაწილეობა მიიღოთ Adobe Youth Voices/iEARN კურსში საქართველოში? რისი განვითარება გინდათ პროფესიული თვალსაზრისით?
აღწერა გაკეთეთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული, ინგლისური)

წარმატება *

როგორ ფიქრობთ რა შემთხვევაში ჩაითვლება, რომ თქვენი მონაწილეობა კურსში ნაყოფიერი იყო, რა სარგებელს მოუტანს ეს თქვენს სკოლას/ორგანიზაციას/თემს ?
აღწერა გაკეთეთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული, ინგლისური)

წინასწარი სემინარი *

შეძლებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ წინასწარ 1 დღიან სემინარში 13 სექტემბერს?

WebAnketa.com

Free creation of surveys

საკონტაქტო ინფორმაცია: www.ltdemt.blogspot.com
ტელ.: 599556234
პავლე თვალიაშვილი

ADOBE Youth Voices-Georgia